ღია სტუდია - რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
ღია სტუდია - რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
  •  დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს მართავდა ბრიუსელში ევროკომისიასა და ნატოში. თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლის ირაკლი მჭედლიშვილის აზრით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოვლენები ევროპაში ძალიან სწრაფად იცვლება და სავარაუდოდ, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით, ამ ქვეყნებში არსებობს. მისივე ვარაუდით, ომის შედეგად რუსეთის დასუსტება თავისთავად გამოიწვევს ამ სამ ქვეყანაში რუსეთის გავლენების შესუსტებას, რაც რეფორმების ჩატარების ტემპს და ეფექტურობას გაზრდის.

სტუმარი: ირაკლი მჭედლიშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: