ღია სტუდია - რა გარემოში მოუწევს მუშაობა მედიას I 20.03.2025
ღია სტუდია - რა გარემოში მოუწევს მუშაობა მედიას I 20.03.2025

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე მეორე მოსმენითაა მიღებული. ქართულ მედიას გართულებულ ვითარებაში მოუწევს მუშაობა.

კანონპროექტით, იკრძალება უცხოური ძალისგან ფულის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება – უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც სხვა სახელმწიფოსთანაა კავშირში.

ასევე, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების, ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ლიბერალური აკადემია-თბილისის დირექტორის ლაშა ტუღუშის აზრით, კანონის ამოქმედების შემდეგ, კანონი პირველ რიგში რეგიონულ მაუწყებლებს „დაარტყამს“, შემდეგ კი, პრობლემებს შედარებით დიდ ტელევიზიებსაც შეუქმნის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: