ღია სტუდია - რა არის 3+3 და რას უქადის ის საქართველოს
ღია სტუდია - რა არის 3+3 და რას უქადის ის საქართველოს
  • 3+3 ფორმატი ჯერ ფორმატიც არაა. ინიციატივა ერთი წლის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ საქმე ჯერ წინ არ წასულა. ამიტომ საქართველოს მთავრობის ლაპარაკი ამ ფორმატში (თურქეთი, ირანი, რუსეთი აზერბაიჯანი, სომხეთი საქართველო) ჩვენი ქვეყნის ჩართვაზე საკითხის ზონდირებაა, მოსინჯვა – რა რეაქციას გამოიწვევს საზოგადოებაში. ასეთი ფორმატი თუ შედგა, ის იქნება გამოხატულად ანტიდასავლური პოლიტიკური მიმართულების. ირანი ამ ქვეყნებოდან დასავლეთის მიერ ყველაზე მძიმედ დასანქცირებული სახელმწიფოა, შედარებით მსუბუქი სანქციები ადევს რუსეთთან. საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპანტ ქვეყანასთან სათანამშრომო ფორმატში ყოფნა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის აღარ ემართლება რუსეთს შიდა ქართლის ნაწილისა და აფხაზეთის ოკუპაციის გამო. ასეთ გარემოცვაში საქართველო ყოველთვის იძულებული იქნება დაჰყვეს მასზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოების ინტერესს – ასეთია ღია სტუდიის რესპონდენტების თვალსაზრისი.

რესპონდენტები:  ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი;  გიორგი რუხაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი