ღია სტუდია - „ქართული ოცნების“ ყრილობა „მეგობარი აქტის“ ფონზე I 08.05.2025
სამშაბათს გამართულ „ქართული ოცნების“ რიგგარეშე ყრილობაზე თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. განახლდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. 15 კაციანი პოლიტსაბჭოდან 10 ადამიანი „მეგობარი აქტის“ კანონად ქცევის შემთხვევაში, სანქცირებულთა კანდიდატები არიან.
ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარის გიორგი ხარებავას აზრით, „ქართული ოცნება“ თავისი ხისტი პოლიტიკით დასავლელი პარტნიორების მიმართ ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ სუსტი არ არის და მის ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი ემუქრება.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
