ღია სტუდია - „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სასამართლოში უჩივის I 12.06.2025
ღია სტუდია - „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სასამართლოში უჩივის I 12.06.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები იყო ჩანიშნული ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ, რომელთა ფეისბუკ სტატუსები „ქართულმა ოცნებამ“ მუქარად, შეურაცხყოფად და ბულინგად შეაფასა.

ფეისბუკ სტატუსის გამო, მათ 1 500-დან 4 ათას ლარამდე ჯარიმა ან 45-დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.

თებერვალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სოციალურ ქსელებზეც გავრცელდა. ამ ცვლილებით, დასჯადი გახდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასძე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ამ მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება.

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ამ პროცესებს პოლიტიკურად აქტიური ადამიანის ცენზურისა და დაშინების მცდელობად აფასებს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: