ღია სტუდია - პოლიტიკური ოპოზიციის ამოცანები და შეუთანხმებლობა 
ღია სტუდია - პოლიტიკური ოპოზიციის ამოცანები და შეუთანხმებლობა 

„პოლიტიკური დასავლეთი საქართველოს ოპოზიციისგან მოელის, რომ ის დაჯდება ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკება კი უნდა ეხებოდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულებას, რაც საქართველოს ჭირდება ევროპის კავშირთან დაახლოებისთვის. დასავლეთს დიდად არ სჯერა, რომ ამ საქმიდან რაიმე გამოვა, მაგრამ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა სურვილსა და უნარს, იმოქმედონ შეთანხმებულად.

გრძელვადიანი, თანმიმდევრული, დაგეგმილი და შეთანხმებული მოქმედებები საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის სუსტი წერტილია. თავისი ქცევით ოპოზიცია დღეს ბევრს ვერაფერს აკლებს ხელისუფლებას.

რაც ეხება უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხების მოლოდინს – ეს ასეც მოხდება, რუსეთი დამარცხდება, დასავლეთი დღეს რუსეთის მარცხს თავისი პრესტიჟის საქმედაც მიიჩნევს. მაგრამ რუსეთის მარცხი სულაც არ არის საქართველოს უპირობო წარმატების გარანტი.“ – დავით ზურაბიშვილი.

სტუმარი: დავით ზურაბიშვილი, საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: