ღია სტუდია - ომი უკრაინაში გრძელდება
ღია სტუდია - ომი უკრაინაში გრძელდება

უკრაინაში 64 დღეა ომი გრძელდება. დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო დახმარების პირობებში, კიდევ უფრო რეალური ხდება მოლოდინი, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის ლაშა ძებისაშვილის განცხადებით, დასადგენია, ვინ რა მნიშვნელობას დებს ომის დასრულებაში. „თუ ომის დასრულება გულისხმობს მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულებას, ეს ერთი საკითხია. თუ ომის დასრულება გულისხმობს რუსეთის ისეთ დასუსტებას, რომ მან ვერასოდეს გაიმეოროს ის, რასაც სჩადის უკრაინაში – ეს სხვა ამოცანაა“ – ამბობს ის. ლაშა ძებისაშვილის აზრით, თუ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მოსკოვში იგივე რეჟიმი დარჩა, რომელიც დღესაა, იარსებებს შანსი, რომ მოღონიერების შემდეგ, რუსეთი გააგრძელებს თავის იმპერიულ პოლიტიკას.

სტუმარი – ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: