ღია სტუდია - ნიკა გვარამიას პატიმრობა მიესაჯა - სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება
ღია სტუდია - ნიკა გვარამიას პატიმრობა მიესაჯა - სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის მამუკა ანდღულაძის შეფასებით, ნიკა გვარამიასთვის განსაზღვრული სასჯელი სახიფათო შეტყობინებაა სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისათვის. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება და თავად საქმეც პოლიტიკურად მოტივირებულია. თავის მხრივ პარლამენტარი და უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია სასამართლო და ხელისუფლება არ ერევა მის გადაწყვეტილებებში. ილიაუნის პროფესორის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, გვარამიას განაჩენი ოპოზიციის პასიურობის შედეგია.

სტუმარი: მამუკა ანდღულაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. რესპონდენტები (ჩართვით): ლადო კახაძე – პარლამენტის წევრი; ზურაბ ჭიაბერაშვილი – ილიაუნის პროფესორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: