ღია სტუდია – მსოფლიო წესრიგის ცვლილება სწრაფ რეჟიმში I 16.07.2026
ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის.
პარალელურად, სააგენტო როიტერსს კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ პუტინი უარყოფს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებებს და, სავარაუდოდ, კონფლიქტის გაძლიერებას აპირებს.
რუსეთში სულ უფრო მყარდება ვარაუდი, რომ 20 სექტემბერს დუმის არჩევნების შემდეგ, რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდება.
გრძელდება აშშ-ს სამხედრო ძალების მხრიდან ირანის სამხედრო ობიექტების დაბომბვა – დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საბოლოოდ დაირღვა.
პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი ფიქრობს, რომ მსოფლიო ჩვენს თვალწინ ძალიან სწრაფად იცვლება და უკვე ჩანს 2 პოლუსი, სადაც გავლენები იქნება კონცენტრირებული – აშშ და ჩინეთი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

