ღია სტუდია – კვლავ სასამართლო რეფორმის შესახებ

16:36, 12.02.2019
-0:00

რა წინადადებები აქვთ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს. გადაიხედება თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი? 

„სასამართლო რეფორმა ხარვეზებით მიდის. იუსტიციის საბჭოშიც ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი. მოსამართლეთა არჩევაზე კენჭისყრა რომ იყო, საბჭოს არამოსამართლე წევრები – მე და ანა დოლიძე დარბაზიდან გამოგვიშვეს. არაფრისმომცემი იყო იუსტიციის საბჭოს გასვლითი სხდომაც, რომელიც გუშინ საქალაქო სასამართლოში გაიმართა. საბჭოს არამოსამართლე წევრებს ამ სხდომის თაობაზე არავინ გვაცნობა. საიტიდან შევიტყეთ“- ნაზი ჯანეზაშვილი.

 სტუმარი: ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი.

  

მსგავსი