ღია სტუდია - კაკი ზოიძე: უნდობლობა ვაქცინის მიმართ გაუგებარია
ღია სტუდია - კაკი ზოიძე: უნდობლობა ვაქცინის მიმართ გაუგებარია

კაკი ზოიძე: უნდობლობა ვაქცინის მიმართ გაუგებარია საქართველოში ეპიდემიის მესამე ტალღა ძალას იკრებს. ყოველდღიურად დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. სამწუხაროდ, საკმაოდ მდორედ მიმდინარეობს ვექცინაციის პროცესი, განსაკუთრებით რეგიონებში. ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტი კაკი ზოიძე თვლის, რომ ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ერთადერთი რეცეპტი ვაქცინაციაა. „საქართველოში მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებია შემოსული და ადამიანების უნდობლობა ამ პროცესის მიმართ გაუგებარია“ – ამბობს ის და განმარტავს, რომ მილიონობით ადამიანი აიცრა მსოფლიოს მასშტაბით, რამაც კონკრეტულ ქვეყნებში სოკვდილიანობის შემთხვევები მინიმუმამდე დაიყვანა. „ვირუსს არ უნდა დავუტოვოთ გავრცელების არეალი“ – ამბობს კაკი ზოიძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისთვის ალექსანდრე გოგენავას თქმით, მესამე ტალღა საავადმყოფოს უკვე დაეტყო – გაიზარდა პაციენტთა რაოდენობა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები დადგენილი ვადის შემდეგ, აუცილებლად ჩაიტარებენ ვაქცინაციას, რადგან იციან, როგორი დაავადებაა კოვიდი. მისივე განმარტებით, მკურნალი ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ვაქცინაციის წინ რაიმე ანალიზების გაკეთება აუცილებელი არ არის. „ ვაქცინაციაზე მოსულ ადამიანს საკმაოდ დაწვრილებითი ანკეტის შევსება უწევს და დამატებითი კვლევის აუცილებელი არ არის“ – ამბობს ალექსანდრე გოგენავა

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: