ღია სტუდია - ჯერ კიდევ უცნობია, როდის და რა ფორმით დასრულდება პანდემია
ღია სტუდია - ჯერ კიდევ უცნობია, როდის და რა ფორმით დასრულდება პანდემია

28 აპრილის მონაცემით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 41 801 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 4 397 ადამიანი.
სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზრდება – ვაქცინა „სინოფარმაზე“ ჯავშნის გახსნის შემდეგ, საათნახევარში თბილისში ყველა ჯავშანი შეივსო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს 18 ასაკის ზევით ადამიანების ასეთი აქტიურობა არ უკვირს. მისი აზრით, ამ აქტიურობის ახსნა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება: ჯერ ერთი, ეს არის კარგი განათლების მქონე ასაკობრივი ჯგუფი და მეორე-თავად ვაქცინის ე.წ. ტრადიციულობა დამატებით პლუსს სძენს სინოფარმს.
პაატა იმნაძის თქმით, თუ არ ჩავთვლით ახალციხის კლინიკის მედდის ტრაგიკულ შემთხვევას, რომელმაც ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ვაქცინაციის პროცესზე, საქართველოში ფაიზერითა და ასტრაზენეკას ვაქცინების გამოყენებისას მხოლოდ 7 გართულებას ჰქონდა ადგილი, რომელიც ძალიან მარტივად მოგვარდა.
ასევე პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მეტწილად ე.წ. ბრიტანული შტამია გავრცელებული და ამ დრომდე ინდური შტამი არ გამოვლენილა.
ამ ეტაპზე მეცნიერებს უჭირთ დაზუსტებით იმის თქმა, როდის და რა ფორმით დასრულდება კოვიდ-პანდემია. პაატა იმნაძე თვლის, რომ 2022 წლის ზამთრისთვის ის უკვე ჩვეულებრივ გრიპად გარდაიქმნება, თუმცა ვაქცინაცია კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენი ცხოვრების რუტინად.

სტუმარი: პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

  

დატოვე კომენტარი