ღია სტუდია - IRI-ის უახლესი კვლევის ინტერპრეტაციები
ღია სტუდია - IRI-ის უახლესი კვლევის ინტერპრეტაციები

რესპონდენტები: ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი; თამარ ჩერგოლეიშვილი, გამოცემა „ტაბულას“ დირექტორი.

„კვლევიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ვურჩევდი, მეტი ყურადღება მიაქციოს მოქალაქეთა პრობლემებს და სახელმწიფო მენეჯმენტის გაუმჯობესებას მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ეფექტიანი გადაჭრისათვის“ – ზაალ ანჯაფარიძე.
„კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციას სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. 35% მიიჩნევს არჩევნებს გაყალბებულად. თუ წინა არჩევცნებსზე მისულ ადამიანთა რაოდენობას ვნახავთ, 35 % დაახლოებით 700 ათასი ადამიანია. 45% მხარს უჭერს ვადამდელ არჩევნებს. გამოკითხულთა მეოთხედი ბოიკოტის მომხრეა, რაც შემაშფოთებელია, რადგან ნიშნავს, რომ არჩევნებისადმი საერთოდ ნდობა აქვს დაკარგული. ოპოზიციის ამოცანაა, მოაბრუნოს და ჩართოს ეს ხალხი პოლიტიკურ პროცესში. ბიძინა ივანიშვილის ადგილას კი მე დავასუსტებდი ოპოზიციას და ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ ამის შემდეგ ჩავატარებდი, გახარიას და სხვათა ასპარეზზე ხელახლა გამოყვანით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

  

დატოვე კომენტარი