ღია სტუდია - გამჭვირვალობის კანონპროექტი და ევროინტეგრაცია I 07.05.2024
ღია სტუდია - გამჭვირვალობის კანონპროექტი და ევროინტეგრაცია I 07.05.2024

პოლიტიკის მკვლევარის მედეა ტურაშვილის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონპროექტის ხელახლა შემოტანით ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან მომენტში შექმნა კრიზისი.

მისი აზრით, ასეთი ნაბიჯით ხელისუფლებამ საკუთარი თავი დააზარალა, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადუახვია.

ტურაშვილის აზრით ხელისუფლება პირველ რიგში იმ საჯარო მოხელეებს უპირისპირდება, რომლებმაც წლების განამავლობაში განახორციელეს რეფორმები ევროინტეგრაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მისი აზრით, საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და კანონს უკან გაიწვევს.

სტუმარი: მედეა ტურაშვილი, პოლიტიკის მკვლევარი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: