ღია სტუდია – დავოსი: როცა ძველი წესები აღარ მოქმედებს, ახალი კი ჯერ არ არსებობს I 22.01.2026

18:30, 22.01.2026
-0:00

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა დაადასტურა ის, რასაც ყველა ინტუიციურად გრძნობდა – მსოფლიო პოლიტიკის ძველი წესები აღარ მოქმედებს, ახალი კი ჯერ არ არსებობს.

დავოსის ფორუმზე ყველა აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას ელოდა. მართალია, მან კიდევ ერთხელ მოითხოვა გრენლანდიის ამერიკისთვის გადაცემა, მაგრამ იმავე დღეს, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების გეგმა არსებობს.

პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი თვლის, რომ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები უფრო მისი პი-არის ნაწილია, რომელიც აშშ-ს შიდა ამომრჩევლისთვის არის გათვლილი.

„აქამდე, რომელი პარტიის კანდიდატიც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს შეიძლება ასახულიყო ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე. საგარეო პოლიტიკის დრამატული ცვლილება არ ხდებოდა ხოლმე“, – აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი