ღია სტუდია - დავით ზურაბიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ დღემდე ვერ გაიცნობიერა მარცხის მიზეზი
ღია სტუდია - დავით ზურაბიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ დღემდე ვერ გაიცნობიერა მარცხის მიზეზი

პოლიტიკური კომენტატორის დავით ზურაბიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა მისივე სურვილებია, რომელთაც შესაძლებლობებს ვერ უთანადებს. გარდა ამისა, პარტიამ დღემდე ვერ გაიცნობიერა თუ რატომ გადაირჩია ამომრჩეველმა. ზურაბიშვილის აზრით, წარსული გადაფასების გარეშე კი „ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგში თვისობრივად ვერ მოიმატებს. ის რჩება მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების პარტიად, თუმცა ეს არ არის საკმარისი ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად. პოლიტოლოგი აქვე აღნიშნავს, რომ პარტია თავისი ბუნებით არაკოალიციურია.
ზურაბიშვილმა ასევე შეაფასა ახალი პოლიტიკური ძალები. მისი თქმით, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნებას“ არჩევნებზე შეიძლება ხმათა 10 პროცენტიც კი წაართვას. რაც შეეხება ულტრანაციონალისტურ და პრორუსულ ჯგუფებს, ზურაბიშილის თქმით, მსგავსი შეხედულებები და განწყობები საქართველოში არ არის იმდენად პოპულარული, რომ ამ პარტიებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში“.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: