ღია სტუდია - ჩაწყობილი თამაშები
ღია სტუდია - ჩაწყობილი თამაშები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის ვიტ ჯორჯიას ხუთი, ლანჩხუთის გურიას ორი, ჭიათურის ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას .

სტუმარი: დავით მუჯირი – სფფ-ის გენერალური მდივანი.

„ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი ფაქტია, თუმცა სპორტული სამყაროსთვის სამწუხაროდ, ეს უცხო ამბავი არ არის. გამოძიება მიმდინარეობს. ძალოვანები თავის საქმეს გააკეთებენ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაც თავის გასაკეთებელს აუცილებლად გააკეთებს. სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური ამ გახმაურებული ფაქტის გამო ამ დღეებში იმსჯელებს და უმკაცრეს სანქციებს გამოიყენებს მათ მიმართ, ვინც რაიმე კავშირშია ამ სამარცხვინო შემთხვევასთან.“