საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის თეონა ზურაბაშვილის აზრით, საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს ერთგვარად ბუნდოვანია. ნამდვილად აქტუალური საკითხები იშვიათად იქცევა მსჯელობის საგნად და თუ იქცევა, ხშირად დაბნეულობას მხოლოდ აღრმავებს.
მაგალითად, ასეთი დაბნეულობა სუფევს ევროკავშირის ივნისის დოკუმენტთან მიმართებით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოებისათვის ცნობილი 12 პუნქტის შესრულებას ავალდებულებს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილს ამ საკითხებზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე ხელისულებასთან მოლაპარაკება უაზრობად მიაჩნია, ნაწილი კი ხელისუფლებას უსხდება და ესეც აბნევს მოქალაქეებს.
ანალიტიკოსის აზრით, ნაბიჯი სიცხადისკენ, რასაც შეიძლება ეფექტიანი მოქმედებებიც მოჰყვეს, იქნება პარტიების მუდმივი მუშაობა მოქალაქეებთან, ამომრჩევლის მიერ საკუთარი სურვილებისა და მიზნების დანახვა პარტიების სამოქმედო სტრატეგიაში და აქტიური სამოქალაქო პოზიციის დაკავება.
სტუმარი: თეონა ზურაბაშვილი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
