ღია სტუდია - ანაკლიის პორტის პერსპექტივები
ღია სტუდია - ანაკლიის პორტის პერსპექტივები

გადაცემის სტუმარი მიიჩნევს. რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გაანალიზება: ქვეყანაში არსებული კონკურენტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა (ფოთისა და ბათუმის პორტები, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტი), მეზობელი ქვეყნების (სომხეთი და აზერბაიჯანი) მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ახალი აბრეშუმის გზისპირა ქვეყნებში სატრანზიტო ტვირთზიდვის ინტენსივობა, ამ ქვეყნებში საბაჟო პროცედურების საერთო ჩარჩო-პირობების ფორმირება, გამჭოლი ტარიფების შემუშავება და პარტნიორ ქვეყნებთან შესაბამისი ეკონომიკური დიპლომატიის სწორი წარმართვა.პორტის არსებობა საქართველოში ცხადია არ აწყობა რუსეთს, ვინაიდან კონკურენციას გაუწევს მას და ყველანაირად ეცდება არ დაუშვას პროექტის განხორციელება.

სტუმარი: ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: