ღია სტუდია - ალექსანდრე გოგინავა: აუცილებელია ვაქცინაციის უფრო აქტიური საინფორმაციო მხარდაჭერა
ღია სტუდია - ალექსანდრე გოგინავა: აუცილებელია ვაქცინაციის უფრო აქტიური საინფორმაციო მხარდაჭერა

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში ახალი დაწყებულია და ნელი ტემპით მიდმინარეობს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, მოსალოდნელზე ნაკლები აქტივობის ცალსახა ახსნა მას არ გააჩნია. ინფექციონისტის განცხადებით, სამწუხაროდ ზოგადად იმუნიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს სამედიცინო საზოგადოებაში არ არის ერთიანი პოზიცია, რაც სამწუხაროა და მნიშვნელოვანი პრობლემაა ვაქცინაციისათვის. მისი თქმით, მედიკოსთა დაბალი აქტივობა აისახებს ზოგადად ვაქცინაციის ტემპებზე, რამაც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენოს.
გოგინავას აზრით, ერთადერთი გამოსავალი ეფექტური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაა. მისი თქმით, პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია მედპერსონალთან და მოქალაქეებთან აუცილებელია. გოგინავა აღნიშნავს ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის განეიტრალების აუცილებლობას.
მისივე თქმით, ახალციხეში მომხდარი ტრაგედია ვაქცინაციის შეჩერების საფუძველი არ არის. თუმცა აუცილებელი გადაიხედოს ვაქცინაციის ცენტრების მზადყოფნა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: