ღია სტუდია - ახალი შეზღუდვები საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის I 11.12.2025
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთი ცვლილება შევიდა კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომლის თანახმადაც, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.
„ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა პროცესმა მოითხოვა.
„5 ან 10 ადამიანი არ უნდა ზღუდავდეს სხვა ადამიანების უფლებას გზის ან ტროტუარის გადაკეტვით. თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი იქნება, პროტესტის გამოთქმას არავინ დაუშლის“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
საიას ადამიანის უფლებების დაცვის პროექტის კოორდინატორი თამაზ კირტავა ამბობს, რომ მიღებული ცვლილების მიზანი არა მართლწესრიგის დაცვაა, არამედ აქციის მონაწილეთა დაშინების მცდელობა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
