საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“, რომლის ავტორი 11 არასამთავრობო ორგანიზაციაა.
კვლევაში გაანალიზებულია ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ასპექტი 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე – ეს ის პერიოდია, როცა რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს ძალის გამოყენებით შლიდნენ.
კვლევის ერთ-ერთ ავტორს, საიას ანალიტიკოსს თამაზ კირტავას აეჭვებს, რომ გამოძიებული იქნება სისტემური ძალადობის აქტები აქციის მონაწილეების მიმართ.
„თავის დროზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე აღძრა უფლებამოსილების გადამეტების, და არა წამების მუხლით. პროკურატურასთან ამ სამსახურის გაერთიანება ადასტურებს, რომ ეს ფაქტები გამოძიებული არ იქნება“, – ამბობს კირტავა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
