ღია სტუდია – ადამიანის უფლებები, დანია და საქართველო I 21.05.2026
ბოლო რამდენიმე დღეა, ქართული ოცნების ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ დანიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის გამო.
შეშფოთების მიზეზი გახდა 14 მაისს კოპენჰაგენში პოლიციის მხრიდან პროპალესტინურად განწყობილი აქტივისტების დაშლა სატრანსპორტო კომპანიის „მაერსკის“ შესასვლელთან.
საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, როცა ცდილობს, თავისი მომხრეები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის, დანიის პრობლემებში დაარწმუნოს.
მისივე თქმით, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ომის დაწყების პირველივე დღიდან ნაბიჯნაბიჯ მიყვებოდა თავის პრაგმატულ პოლიტიკას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

