ღია სტუდია - უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები
ღია სტუდია - უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები
30 მარტს გვიან საღამოს გაირკვა, რომ ევროკავშირის მედიაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეოდ დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, სამწუხაროდ, არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს.
ამავე დროს, ოფიციალურად გავრცელდა დოკუმენტი, რომელზეც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სამ საკითხთან დაკავშირებით შეთნხმების მიღწევასთან მხარეები ახლოს იყვნენ, თუმცა კვლავ პატიმრების გათავისუფლებასთნ და ვადამდელი არჩევნების საკითხებთან აზრთა კარდინალრმა განსხვავებამ, შეთანხმება ჩაშალა.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან მომზადებული შეთავაზება, რომელიც პარლამენტში ხელისუფლების გადანაწილებას და სადეპუტატო იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხის გართულებას გულისხმობს, დროული და მნიშვნელოვანია. თუმცა, მთლიანობაში ის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს.
„სანამ ქართველი პოლიტიკოსები ვერ დაიჯერებენ, რომ პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა და მეორე მხარეს მხოლოდ მტრად აღიქვამენ, მსგავსი კრიზისის მოგვარება რთულად წარმომიდგენია“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
ანალიტიკოსს შორენა ლორთქიფანიძეს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის მედიაციის პროცესი გაგრძელდება. „ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება“ -ამბობს ის.
ამავე დროს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ შეხვედრებში მონაწილეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ მედიატორის ფუნქცია. „მედიატორი მხოლოდ შეთანხმებაში ეხმარება მხარეებს და არ იღებს მათ მაგივრად გადაწყვეტილებას“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.
სტუმრები: კონსტიტიონალისტი ვახტანგ ხმალაძე; ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძე;
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

 

დატოვე კომენტარი