დამოუკიდებლობის 1028 დღე – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების უმრავლესობის წარმომადგენლების ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის და ირაკლი (კაკი) წერეთლის პორტრეტები

17:00, 07.10.2018
-0:00

გადაცემაში კვლავ ვაგრძელებთ საუბარს დამფუძნებელ კრებაზე. ამჯერად მსმენელს წარვუდგენთ საპარლამენტო უმრავლესობის, ანუ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორი გამორჩეული წევრის, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის და ამავე დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ- ერთი ყველაზე წონიანი დეპუტატის ირაკლი (კაკი) წერეთლის პორტრეტებს. გადაცემაში ხაზგასმულია, რომ ორივე მათგანი იყო სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი დიდი ავტორიტეტის მქონე საიმპერიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწე, რომლებმაც რუსეთში მიღებული ეს დიდი გამოცდილება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას მოახმარეს.

დამოუკიდებლობის 1028 დღე

  

მსგავსი