დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა.  დამოუკიდებელი საქართველოს მეორე და უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი
დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა. დამოუკიდებელი საქართველოს მეორე და უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი

გადაცემა „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. მსმენელს შევახსენებთ პირველ მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობაზე და იმ პატ-რიოტული ძალების შესახებ, რომლებიც ამ ომში რუსეთის მოწინააღმდეგე გერმანიაზე და მასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ამყარებდნენ საქართველოს განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების იმედებს. ვსაუბრობთ ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტზე“ და მის მიერ 1915 წელს გერმანელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც გერმანია ომში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას კისრულობდა. რადიო მსმენელს მოვუთხრობთ, იმ რთულ საერთაშორისო ვითარე ბაზე, რომელშიც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და შევახსენებთ, თუ რა როლი ითამაშა ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი აქტის განხორციელებაში გერმანიამ და როგორ მოხდა, რომ სწორედ ამ ქვეყანამ ამოსდო თავისსავე მოკავშირე ოსმალეთს ერთგვარი ალიკაპი საქართველოს მიმართ მისი ანექსიონისტური ზრახვების შესაკავებლად. მსმენელს წარმოვუჩენთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე და უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის რადიო პორტრეტს. გადაცემაში ხაზი გვაქვს გასმული რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის – დამფუძნებელი კრების უმთავრეს მიზანს სწორედ ამ გამოცხადებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება, ანუ მისი ,,დე ფაქტო“ და ,,დე იურე“ ცნობაწარმოადგენდა.

დამოუკიდებლობის 1028 დღე