#ჩაკრულო -  ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულება (დრამის ფაკულტეტი)
#ჩაკრულო - ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულება (დრამის ფაკულტეტი)
  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 2007 წლიდან დაემატა ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულება (დრამის ფაკულტეტი).
    ამჟამად დრამის ფაკულტეტი ამზადებს ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებსაც.

უნივერსიტეტში ქართველი ლოტბარების აღზრდას საფუძველი ჩაუყარა თემურ ჟღენტმა, გომარ სიხარულიძემ და ანზორ ერქომაიშვილმა.

  • ფოლკლორული გუნდი – პატრიარქის ნათულელბი.

2017 წლის მაისში, სამების ტაძარში პატრიარქისა და საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა გუნდი, რომელიც პატრიარქის ნათლულებისგან შეიქმნა.

მათი ხელმძღვანელი, ანსამბლ „საგალობელის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაია მიქაბერიძეა. მან მისთვის ჩვეული ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით მაქსიმალურად მოკლე დროში იდეა რეალურ საქმედ აქცია.

სტუმარი – მაია მიქაბერიძე –  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულების ხელმძღვენელი