#ჩაკრულო - პიტერ გოლდის ექსპედიცია 1968 წელს თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან
#ჩაკრულო - პიტერ გოლდის ექსპედიცია 1968 წელს თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან

პიტერ გოლდი არის ქართული, ტიბეტური და ამერიკელი ინდიელების მუსიკის, ხელოვნებისა და რელიგიური ტრადიციების მკვლევარი. წლების მანძილზე ასწავლიდა ინდიანას უნივერსიტეტისა და კალიფორნიის ერთიანი კვლევების ინსტიტუტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე (სან ფრანცისკო), ასევე, ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე. მუშაობდა ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში ცნობილი ანთროპოლოგის, დოქტორ მარგარეტ მიდის ასიტენტად, იყო ინდიანას უნივერსიტეტის კულტურის მუზეუმის კურატორი და პროექტის „უძველესი გზები” დირექტორი.

მან 1968 წელს იმოგზაურა თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებთან და ჩაწერილი მასალიდან შეადგინა ხმოვანი ანთოლოგია „ქართული ხალხური მუსიკა თურქეთიდან“, ასევე იმუშავა 2018 წლის ოქტომბერში ტმკსც-ის მიერ გამოშვებულ წიგნზე „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“, რომლის პრეზენტაციაც 2018 წლის 25 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ინეგოლში შედგა.

სტუმრები : ნინო რაზმაძე – ეთნომუსიკოლოგი, გიორგი ხუხუნაიშვილი – ანსამბლი “ადილეი”

  

დატოვე კომენტარი