#ჩაკრულო – კავსაძეების მომღერალი ოჯახი

16:17, 01.08.2020
-0:00

კავსაძეთა გვარის მოდგმას, წინა თაობებს, მხოლოდ გრიგოლ კავსაძისგან შეგვიძლია მივადევნოთ თვალი. უცხოვრია სოფელ ხოვლეში, ყოფილა მღვდელი, კარგი მომღერალი და მგალობელი, მრავალრიცხოვანი ოჯახის პატრონი. გრიგოლის შვილებისაგან სასიმღერო-სამგალობლო ტრადიცია ძმებმა – სანდრომ და ლონგინოზმა და მათმა შთამომავლებმა – ანდრო, მიხეილ, გიგუშა, დათაშკა, ნიკოლოზ(კოლია) და ანზორ კავსაძეებმა გააგრძელეს და თავისი სიტყვა თქვეს ქართული ხალხური სიმღერის საშემსრულებლო და სალოტბარო ხელოვნებაში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

 

მსგავსი