#ჩაკრულო - ეთერ თათარაიძე - ახალ პოეტური კრებული – „2 3 4“
#ჩაკრულო - ეთერ თათარაიძე - ახალ პოეტური კრებული – „2 3 4“

19 თებერვალს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში პოეტმა ეთერ თათარაიძემ წარადგინა ახალ პოეტური კრებული – ,,2 3 4“.

„ორ, სამ და ოთხ სტრიქონში ჩატეული საქვეყნო ფიქრი და დარდი, სევდა და იმედი, ტკივილი და სიყვარული. მხოლოდ აუცილებელი სიტყვებით გამოხატული დიდი სათქმელი. ეს სახელ – გვარიც ერთმანეთს ძალიან უხდება, მაგრამ უკვე დადგა დრო, ჩვენი დიდებული პოეტი ქალი, უბრალოდ, ასე მოვიხსენიოთ: ეთერო. მისმა ლექსმა და პიროვნებამ ეს ჭეშმარიტად დაიმსახურა“, – წერს წიგნის რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე.

ეთერ თათარაიძე წარმოშობით თუშია. 2004 წლიდან მუშაობს საქართველოს ფოლკლორის ცენტრში ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელად. ეთერ თათარაიძემ შემოიტანა ქართულ პოეზიაში „თუშური ხმით ნატირლების“ ხიბლი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ქართული დემონოლოგია, ქართული ლეგენდა; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 2009 წელს დაჯილდოვდა „ფოლკლორის ეროვნული პრემიით“.

გადაცემის სტუმრები ეთერ თათარაიძე და იოსებ ჭუმბურიძე.