#ჩაკრულო - ანსამბლი რუსთავი 50 წლისაა
#ჩაკრულო - ანსამბლი რუსთავი 50 წლისაა

12 სექტემბერს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის
„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართა სახელოვანი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „რუსთავი“ საიუბილეო კონცერტი.

უკვე 50 წელია, რაც ეს უნიკალური ანსამბლი იღვწის წარმოაჩინოს საქართველოს უძველესი ხალხური შემოქმედება მთელი თავისი ორიგინალობით, მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით.
დაარსების დღიდან „რუსთავმა“ ჩაატარა 5000-ზე მეტი კონცერტი, წარმატებით მოიარა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანა. გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა ლონდონის “როიალ ალბერტ ჰოლი”, „ქვინ ელიზაბეთ ჰოლი“, პარიზის “ოლიმპია”, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლი“ და ბევრი სხვა.

სხვა სიახლეები:

● 21 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა ..

● ქვეყნის მასშტაბით 30 მდე ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სალოტბარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო..

სტუმარი: ანზორ ერქომაიშვილი – ანსამბლ რუსთავის ხელმძღვნელი