ბიზნესპარტნიორი - ყალბი შეტყობინებები და შემოსავლების სამსახურის რჩევები I 13.03.2025
ბიზნესპარტნიორი - ყალბი შეტყობინებები და შემოსავლების სამსახურის რჩევები I 13.03.2025

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები იღებენ SMS-ს შეტყობინებებს, სადაც მითითებულია, რომ მათ ერიცხებათ საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დასაბრუნებლად საჭიროა მითითებულ ბმულზე გადასვლა. მსგავსი შეტყობინებები არის ყალბი და მათი მიზანია მოქალაქეთა პირადი მონაცემებისა და ფინანსური რესურსების დაუფლება.

რა მეთოდებს იყენებენ ფიშინგის დროს და როგორ დავიცვათ თავი?

ასევე, რა სახის ინფორმაციას აგზავნის შემოსავლების სამსახური გადამხდელებთან და ელექტრონული სერვისებით რა მომსახურების მიღება არის შესაძლებელი? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი გადასახადის გადამხდელთა განათლებისა და მომსახურების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი თეონა ციმაკურიძე იყო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: