ბიზნესპარტნიორი - დაჯარიმებული ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ დავობენ I 09.01.2024
ბიზნესპარტნიორი - დაჯარიმებული ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ დავობენ I 09.01.2024

კომპანიები გადაწყვეტიელბის გაუქმებას და ჯარიმის მოხსნას ითხოვენ. საქმე ეხება სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კომპანიებს, რომელთა მხრიდანაც, კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების დადგენისას ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებას და საფასურის მატებას. სააგენტომ კომპანიები – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ საერთო ჯამში 53 მილიონი ლარით დააჯარიმა.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ბრალდება უკვე დადასტურდა და გასაჩივრების შემთხვევაში, სააგენტო მზადაა, სასამართლოში დაიცვას საკუთარი პოზიცია. კიდევ ერთი საკითხის შესახებ, მოკვლევას, რომელიც მედიკამენტების ფასების მკვეთრ ზრდას ეხება, სააგენტო სავარაუდოდ, მიმდინარე თვიდან დაიწყებს.

ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე იყო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: