ბიზნესპარტნიორი – საქართველოში უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლება და მათი დაჯარიმება დაიწყო I 14.11.2025
ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლების დაწყებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების გამო, რამდენიმე ათეული არარეზიდენტი პირი უკვე დაჯარიმებულია.
ასოციაცია სახელმწიფოსგან თითქმის ერთი წელია ქართველი ავტოდილერების ხელშეწყობას ითხოვდა, რადგან უმეტესად ყაზახი და ყირგიზი დილერების მხრიდან, ადგილი ჰქონდა არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტებს.
კერძოდ, ასოციაციაში ამბობდნენ, რომ არარეზიდენტმა პირებმა საქართველოში საკუთარი ავტობაზრობები, ასევე ავტოსერვისის ცენტრები გახსნეს და ქართველი დილერებისგან განსხვავებით, ყოველგვარი გადასახადების გარეშე ოპერირებდნენ.
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ავტოომპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

