ბიზნესპარტნიორი - საქართველოში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა I 02.04.2026
ბიზნესპარტნიორი - საქართველოში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა I 02.04.2026

შეზღუდვა ვრცელდება ჩანგლებზე, დანებზე, კოვზებზე, თეფშებზე, საწრუპებზე, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებულ საკვების კონტეინერებზე, ჭიქებსა და მათ თავსახურებზე. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება ქვეყანაში უკვე 1 იანვრიდან იყო შეზღუდული.

ასევე, დღიდან ამოქმედდა დამატებითი რეგულაციაც – სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქებისა და კონტეინერების, ასევე 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შესყიდვა.

ვალდებულებების შეუსრულებლობას 1 000 ლარის ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს, განმეორებითი დარღვევა კი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

როგორ გაკონტროლდება პროცესი – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: