ბიზნესპარტნიორი – საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი I 09.10.2026
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, EBRD-ისა და აზიის განვითარების ბანკის შემდეგ, მსოფლიო ბანკმაც გააუმჯობესა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წელს ქვეყანაში ეკონომიკის 7%-იან ზრდას ელოდება, რაც ივნისის პროგნოზთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
საფინანსო ინსტიტუტის ეკონომიკური პერსპექტივების მიმოხილვის მიხედვით, გლობალურ გამოწვევად რჩება ენერგომატარებლებზე ფასების მატების ფონზე ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები.
რამდენად მდგრადია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა;
რა გამოწვევები და რა პერსპექტივებია – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

