ბიზნესპარტნიორი - პურის ფასის ზრდის პრევენციის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო I 17.01.2025
ბიზნესპარტნიორი - პურის ფასის ზრდის პრევენციის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო I 17.01.2025

საქმე ფქვილის ფასის ზრდას უკავშირდება, რამაც მეპურეები, როგორც თავად აცხადებენ, გამოწვევის წინაშე დააყენა. პრობლემის მოსაგვარებლად ფქვილის იმპორტზე დაწესებული დროებითი გადასახადის შეჩერებას ითხოვენ.

ამ შემთხვევაში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილ კომბინატების გაჩერებას პროგნოზირებს, რაც მათივე განცხადებით, სეზონზე ხორბლის ჩაბარებასაც შეუშლის ხელს და საფრთხე დაემუქრება ქვეყანაში ხორბლის მარაგების არსებობასაც.

ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა იყო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: