ბიზნესპარტნიორი - ოქტომბერი კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა I 30.10.2025
შავი პარასკევის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა თაღლითური სქემების რაოდენობაც სოციალურ ქსელში. ფიშინგი, ჰაკერული თავდასხმები, ვირუსული პროგრამები, ონლაინ თაღლითობები და ახლა უკვე ეგრეთწოდებული დიფ ფეიკი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ გამოსახულებებსა და ხმოვან მანიპულაციებს მოიცავს.
ეს სწორედ იმ ყველაზე გავრცელებული კიბერთავდასხმების ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით.
როგორ იცვლება კიბერდამნაშავეთა ტექნიკა ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში, როგორ დავიცვათ თავი და რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა.
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ინგა ქარჩავა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
