ბიზნესპარტნიორი – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ახალი საინფორმაციო პორტალი შექმნა / დღეს სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნება I 25.06.2026
პლატფორმა საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ 13 საბაზისო პროდუქტზე, 12 უმსხვილეს სავაჭრო ქსელში არსებულ საუკეთესო ფასებსა და შეთავაზებებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ვებ-გვერდის საშუალებით, მოქალაქეები შეძლებენ შეადარონ ფასები, კატეგორიების მიხედვით მოძებნონ სასურველი პროდუქტი და შექმნან საკუთარი ვირტუალური კალათა, სადაც ღირებულების ჯამური მაჩვენებელი აისახება.
ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სურსათის შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დაცვის აუცილებლობას კიდევ უფრო ზრდის. სწორედ ამ პერიოდში იზრდება არასწორად შენახული ან მომზადებული საკვებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკებიც. როგორ უნდა დავიცვათ თავი, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნესს და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ – სტუმრები სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი; კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

