ბიზნესპარტნიორი - ხორბლისა და პურის ფასის შესაძლო ცვლილება I 15.01.2026
ხორბლისა და პურის ფასის შესაძლო ცვლილება 2026 წლიდან დამოკიდებული იქნება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზე, უახლოეს პერიოდში კი ფასების მატება მოსალოდნელი არ არის.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ფასი ქვეყანაში დაახლოებით ერთი წელია სტაბილურია, მომავალში კი დაგეგმილია „პურის ფასის ინდექსის“ შემოღება, რაც ფასების დაინტერესებულ პირებს ცვლილების მიზეზების ზუსტად დანახვის შესაძლებლობას მისცემს.
რას გულისხმობს პურის ფასის ინდექსი – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
