ხელოვნური ინტელექტი – თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს განათლებასა და ჯანდაცვაზე, კომპანიებსა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე, მოიცავს თითქმის ყველა სფეროს მსოფლიოში.
აშშ-მ ამ მიმართულებით 500 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებაზე უკვე განაცხადა, 200 მილიარდი ევროს მობილიზება დაანონსა ევროკავშირმაც.
რა შესაძლებლობებს აჩენს ხელოვნური ინტელექტი, უსაფრთხოების რა საკითხები ჩნდება მისი განვითარების ფონზე და სად არის საქართველო – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
