ბიზნესპარტნიორი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა და გაზრდილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკი I 11.02.2026
მთავრობა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის საკითხს მიუბრუნდა და ის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში მოხვდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავალდებულო დაზღვევა მიმართული იქნება ავარიების შედეგად გამოწვეული სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დაუზღვეველი და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
რას შეცვლის ამ კანონმდებლობის მიღება – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

