ბიზნესპარტნიორი – აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები ერთიანდება I 24.06.2026
პირველი ივლისიდან ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი პროგრამის ფარგლებში მიიღონ მხარდაჭერა როგორც პირველადი წარმოების, ისე პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებით.
ინიციატივა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, წარმოების ზრდასა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
რეალურად რა იცვლება პირველი ივლისიდან და რა შესაძლებლობებს უხსნის ახალი პროგრამა ფერმერებს და აგრობიზნესს?
ვინ შეძლებს სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობას და რა მიმართულებებს მოიცავს ახალი დაფინანსების მექანიზმი? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ მაჭარაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

