ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები

14-15 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ “ისწავლე საქართველოში” მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია თემაზე – უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები.

გადაცემაში საუბარია თემებზე – თუ რა იყო ამ კონფერენციის ძირითადი მიზანი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად და რა სტანდარტებით მოუწევთ ავტორიზაციის გავლა 2018 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ასევე ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პილოტირების პროცესზე, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

სტუმრები: მარინა ჟვანია – განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;

ნინო ჟვანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია-აკრედიტაციის ექსპერტი.

წამყვანი: ნინო დათუკიშვილი.