არტნიუსი -  ფოტოკონკურსი „უცნობი პორტრეტები-ქალები და აქტივიზმი“/ავთანდილ გახოკიძის ფერწერული სერია „ოქროს ეროსი“
არტნიუსი - ფოტოკონკურსი „უცნობი პორტრეტები-ქალები და აქტივიზმი“/ავთანდილ გახოკიძის ფერწერული სერია „ოქროს ეროსი“

• წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგაზაფხულო საგამოფენო სეზონი, ქართველი მხატვრის ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენით გაიხსნა.
• ავთანდილ გახოკიძის ფერწერული სერია „ოქროს ეროსი“. სატელეფონო ჩართვა: დედიკა ბულია– „დედიკას გალერეის“ დამფუძნებელი;
• ფოტოკონკურსი „უცნობი პორტრეტები – ქალები და აქტივიზმი“. სატელეფონო ჩართვა: ნათია თავბერიძე – „ადამიანის უფლებათა სახლების“ კოორდინატორი;
• თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც ანალოგი არ აქვს. საუბრობს მუზეუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ქავთარაძე;
• 8-დან 13 მაისის ჩათვლით თბილისი უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi. ფესტივალის დირექტორის არჩილ ხეთაგურის ჩართვა; 
• კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში პირველი საბავშვო კინოკლუბი „შერეკილები“ გაიხსნა. საუბრობს კინომცოდნე ანა ლომიძე;
• პირველი ირანული მოდერნისტული რომანი – სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუ“ ქართულად. წიგნს წარადგენს მთარგმნელი მზია ბურჯანაძე;