არჩევნები 2020 - პარტიების ფინანსები
არჩევნები 2020 - პარტიების ფინანსები

გადაცემის სტუმარმა განაცხადა, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ანგარიშში გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტია, ისევე, როგორც წინა ხელისუფლების დროს ყველაზე მეტ შემოწირულობას იღებს და ყველაზე უკეთ ფინანსდება, რაზედაც სატელეფონო ჩართვისას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ ეს ბუნებრივია, ბიზნესის წარმომადგენლები მხარს უჭერენ მმართველ პარტიას, ვინაიდან ბიზნესი არასდროს ასეთი თავისუფალი არ ყოფილა. მისივე განცხადებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მცირე პარტიები გაძლიერდნენ და მათ მიეცეთ ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობა.

სტუმარი: გიგი ჩიხლაძე – ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი იურისტი.

ტელეფონით: მერაბ ქვარაია – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: