არჩევნები 2020 - კორონავირუსი და არჩევნები
არჩევნები 2020 - კორონავირუსი და არჩევნები

ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავა და დაამტკიცა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. მისი განმარტებით, პროტოკოლში ყველა დეტალია გაწერილი, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს როგორც ამომრჩევლების, ასევე საუბნო კომისიების წევრთა, დამკვირვებლების, ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა იმის თაობაზეც ისაუბრა, რომ ცეესკო იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას, რომ ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის მოთხოვნები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. ბათუმიდან ჩართვისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აჭარაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საარჩევნო კომისიებში დამატებითი სანიტარულ-ჰიგიენური პრევენციული ღონისძიებები ტარდება.

სატელეფონო ჩართვა: ანა მიქელაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი.

სატელეფონო ჩართვა ბათუმიდან: ციალა შავაძე – ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: