არჩევნები 2020 - ევროპული საქართველო უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებს
არჩევნები 2020 - ევროპული საქართველო უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებს

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს „ევროპული საქართველო“. ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პარტიას არ სურს შექმნას ილუზია თითქოს ხელისუფლება რამეს აკეთებს არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად. ოპონენტს არ დაეთანხმა პარლამენტარი გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით კომისიის საქმიანობა ქმედითია , ხოლო „ევროპულ საქართველოს“ ამ კომისიაზე შოუს დადგმის საშუალებას არ აძლევენ და ამიტომ აცხადებს უარს კომისიის სხდომებზე დასწრებაზე.

სატელეფონო ჩართვა: ბექა ძამაშვილი – უწყებათშორისი კომისიის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: