რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოსალოდნელი შედეგები

 

Უკვე თითქმის ერთი თვეა რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. 24 თებერვლიდან მოყოლებული სამხედრო იერიშის სამიზნე არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშიდობიანი მოსახლეობაც აღმოჩნდა. Აშშ-მ, ევროპამ და საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რიგი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

Რუსეთისთვის დაწესებული სანქციები პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ, ესენია:

  1. Კონკრეტული სახელმწიფო ჩინოვნიკებისადმი და რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა თუ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რომელიც არა მხოლოდ მათ ევროპის და ამერიკაში გადაადგილების შეზღუდვას, არამედ ქონების ჩამორთმევაშიც გამოიხატა.
  1. Რიგი რუსული კომპანიებისთვის სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება, როგორც იყო რამდენიმე ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა. Ამასთან რუსული თვითმფრინავებისთვის და გემებისთვის ბევრმა ქვეყანამ ცა და შესაბამისად პორტები დახურა. Ასევე, მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ფირმამ უარი განაცხადა რუსეთში ოპერირების გაგრძელებაზე. ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ, როგორიცაა Ikea, McDonald’s, Visa და MasterCard, BMW, Mercedes benz და ა.შ. ქვეყანა დატოვა. Მართალია ზოგიერთმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება დროებით მიიღო და პირველ ეტაპზე რუსეთში ოპერირების 2 თვიან შეჩერება დააანონსა, თუმცა დაბრუნდებიან თუ არა თუნდაც 2 თვის მერე ეს ფირმები დიდი ეჭვის ქვეშ დგას. 
  1. Რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი საერთაშორისო რეზერვები დაიბლოკა რიგ ქვეყნებში, შესაბამისად ამ ნაბიჯით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უცხოურ ვალუტაში რეზერვები თითქმის განახევრდა. Უახლოეს მომავალში იგეგმება რუსეთის ცნეტრალურ ბანკისთვის კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება და ოქროს რეზერვების გაყიდვაზე ახალი შეზღუდვების შემოღება. 

Რუსეთის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი შოკი სწორედ საერთაშორისო რეზერვების გაყინვა აღმოჩნდა, რადგან ეს ნაბიჯი რუბლის მონეტარულ სტაბილურობას ურტყამს, რაც კურსის დევალვაციასა და ფულის ღირებულების გაუფასურებაში უკვე გამოიხატა. წლის დასაწყისიდან არასრულ სამ თვეში რუსული რუბლი 39.69%-ითაა გაუფასურებული. თუმცა, გასულ კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 22.38%-ით გამყარდა, მაშინ როცა 24 თებერვლიდან მოყოლებული ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად უფასურდებოდა. Ასე მაგალითად, რუსეთის ფინანსური სისტემისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, მარტის პირველ სავაჭრო კვირაში რუბლი 45.22%-ით გაუფასურდა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების დაახლოებით 50% სწორედ იმ ქვეყნებშია განთავსებული, რომლებმაც მოსკოვს სანქციები დაუწესა. Ასე მაგალითად, 2022 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის ბანკის საერთაშორისო რეზერვები შეადგენდა 643 მილიარდ აშშ დოლარს. 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, 311 მილიარდი დოლარის რეზერვები განთავსებული იყო უცხოური ემიტენტების ფასიან ქაღალდებში, 152 მილიარდი აშშ დოლარი ნაღდი ფული და დეპოზიტები საზღვარგარეთ ბანკებში. კიდევ 132 მილიარდი დოლარი ინახებოდა ოქროში რუსეთში, დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის რეზერვები საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF) და სპეციალური ნასესხებ უფლებები (SDR, IMF-ის საანგარიშო ერთეული). Შედეგად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა არსებული 643 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვიდან, თითქმის ნახევარზე 311 მილიარდზე წვდომა დაკარგა. 

Როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსეთს დღეს 2 300 ტონამდე, ანუ, დაახლოებით, 140 მლრდ დოლარის ოქროს მარაგი აქვს, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობაა. Business Insider-ის შეფასებით, მოსკოვმა ძვირფასი ლითონის უზარმაზარი მარაგი ბოლო ათწლინახევრის განმავლობაში შექმნა და „ქვეყნის ეკონომიკური დაზღვევის ერთგვარ პოლისად“ განიხილებოდა. თუმცა სანქციები რუსეთისთვის, ნავთობის მსგავსად, ოქროს რეალიზებასაც მეტად ართულებს. 

გასულ კვირას ლონდონის ოქროს ბაზარმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია, რუსეთის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ოქროს ზოდების შესყიდვა აკრძალა, რითიც, ფაქტობრივად, რუსული ოქროსთვის გლობალური ვაჭრობა დახურა.ამ ნაბიჯს აშშ-ს სენატის ახალი კანონპროექტი მოჰყვა, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებს რუსული ოქროთი ნებისმიერ ტრანზაქციას უკრძალავს.

 

თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ ოქროზე შიდა მოთხოვნა საერთაშორისო მყიდველების გარეშეც მაღალია. ბანკმა საკრედიტო ინსტიტუტებთან ოქროს რეგულარული შესყიდვები შეაჩერა, რომ მოსახლეობის მოთხოვნას კონკურენცია არ გაუწიოს, რადგან ხალხი გაუფასურებული რუბლის ოქროს ზოდებში გადაცვლას ცდილობს. Რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რიგირ ნაბიჯები გადადგა რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად გაზრდა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო. Ასევე დაწესდა შეზღუდვებუ უცხური ვალუტის ქვეყნიდან გატანაზე და რუსულ ექპორტიორ ფირმებს უცხოურ ვალუტაში არსებული რეზერვების 80%-ის სავალუტო ბაზარზე გამოტანა დაეკისრათ. Შედეგად რუსული რუბლის სწრაფი გაუფასურება ამ ეტაპზე შეჩერდა, თუმცა რამდენ ხანს შეძლებს ცენტრალური ბანკი შეზღუდული რეზერვების კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას ეს ცალკე საკითხია. 

Აღსანიშნავია, რომ რიგი ეკონომიკური სანქციების მიუხედავად ევროპის ქვეყნები ვერ ამბობენ უარს რუსეთის ენეგრგორესურსებზე, რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკისთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა იქნებოდა. Დღეს რუსეთის ეკონომიკა და ბიუჯეტი დიდწილად სწორედ ენერგომატარებლების ექსპოერტიდან მიღებული შემოსავლებით ივსება. რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების ნაწილი კვლავაც განაგრძობს რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის შესყიდვას. პროექტ Europe Beyond Coal-ის ინფორმაციით, 24 თებერვლის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს ენერგომატარებლებში დაახლოებით 18 მილიარდი ევრო გადაუხადეს. დასავლეთში ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვა უზრუნველყოფს ფულის მუდმივ ნაკადებს მოსკოვის სამხედრო კამპანიის დასაფინანსებლად. Ამასთან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადეს რიგმა აზიურმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილმა სავაჭრო პარტნიორმა ჩინეთმა. Რაც საშუალებას აძლევს რუსულ ეკონომიკას, რომ უცხოურ ბაზრებთან წვდომა შეინარჩუნოს. 

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება უკვე მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე, რუსული რუბლის ფასი განახევრდა და გაიზარდა ინფლაცია. დახურულია მოსკოვის საფონდო ბირჟა. Ეკონომიკის რეცესიასთან დაკავშირებული პროგნოზები ყოველკვირეულად იცვლება. Თუ ომის დაწყებიდან პირველი 2 კვირის მანძილზე რუსეთის ეკონომიკის 8-9%-იან ვარდნას ვარაუდობდნენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების, ომიდან ერთი თვის თავზე პროგნოზები კიდევ უფრო დამძიმდა. Goldman Sachs-მა და Barclays-მა რუსეთის ეკონომიკის 2022 წლის პროგნოზი გააუარესა. ორივე ბანკი მის შემცირებას ელოდება. უფრო კონკრეტულად კი, Barclays მიმდინარე წელს – 12,4%-ით, ხოლო მომდევნო წელს 3,5% შემცირებას აანონსებს, ეს მაჩვენებლები Goldman Sachs-ის შემთხვევაში, 10% და 7%-ს უტოლდება.

Barclays-ის ეკონომისტების აზრით, სანქციები,  რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შედეგად დაუწესდა, კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაზე, რაც დროთა განმავლობაში გამოჩნდება და გამოიწვევს მოხმარების, ინვესტიციებისა და იმპორტის შემცირებას. Goldman Sachs-ის მიხედვით, სანქციებმა რუსეთს ექსპორტის კუთხით იმაზე დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ბანკი ამას დასაწყისში ვარაუდობდა, ამიტომაც მოუწიათ პროგნოზების გადახედვა. თუმცა  Barclays-სგან განსხვავებით, ის უშვებს ფაქტს, რომ შესაძლოა რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს, 2,4%-ით გაიზარდოს, 2024 წელს კი 3,4%-იან ზრდას ელოდება. მისივე თქმით, თუ რუსეთთან ვაჭრობაზე ახალი შეზღუდვები არ დაწესდება და ენერგორესურსების ღირებულება მაღალი დარჩება, რუსეთი შეძლებს თავისი ძირითადი ხარჯების დაფარვას.

Bloomberg Economics-ის წინასწარი შეფასებით, წელს რუსეთის მშპ დაახლოებით 9%-ით შემცირდება. რუსეთის ხელისუფლებას კი, ქვეყნის ეკონომიკის შესახებ ახალი პროგნოზები ჯერ არ გამოუქვეყნებია. Აქვე აღსანიშნავია, რომ დასუსტებული და იზოლირებული რუსეთი მომავალში ჩინეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება. Თუ რუსეთ–უკრაინის ომი კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, რასაც სავარაუდოდ სანქციების ახალი და ახალი ტალღები მოყვება, 

რუსეთის ეკონომიკის კლება წელს 15%-იან ნიშნულსაც გადასცდეს. Ამიტომ რუსეთის ეკონომიკის რეცესიის დონე სამხედრო მოქმედებების ვადიანობაზე იქნება დამოკიდებული. 

Რაც შეეხება საქართველოს და ჩვენს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზეგავლენას, პროგნოზები აქაც პესიმისტურია. Რუსეთი საქათველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო უკრაინა მეექვსე. Ასე მაგალითად, 2021 წელს რუსეთ საქართველოს საგარე ვაჭრობამ 1,6 მილიარდი დოლარი, ხოლო საქართველო უკრაინისამ  758 მილიონი დოლარი შეადგინა. Საქართველოს საგარეო ვაჭრობის თითქმის 17% სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის. Აქვე გასათვალისწინებელია ამ ქვეყნებიდან მიღებული საერთაშორისო გადმორიცხვები, რომელთა შემცირებაც მოსალოდნელია მიმდინარე წელს. Ასე მაგალითად, 2021 წელს საქართველომ სულ 2,35 მილიარდის უცხოური ფულადი გზავნილი მიიღო, საიდანაც ყველაზე მეტი 411 მილიონი დოლარის რუსეთის ფედერაციიდან იყო, ხოლო 92 მლნ. Უკრაინიდან. Ანუ საქართველოში გადმორიცხული თანხის 20-25% რუსეთსა და უკრაინაზე მოდიოდა.

„ჩვენ ეკონომიკის უდიდესი ნაწილით დამოკიდებულები ვართ რუსეთზე. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ შემცირდება ჩვენი წარმოებული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, ასევე შემცირდება ფულადი გზავნილები რუსეთიდან, რომლის წონაც საკმაოდ მსხვილია საქართველოს ფულად გზავნილებში, ხოლო ის სანქციები, რაც ოკუპანტი ქვეყნისთვის დაწესდა, მთლიანად მსოფლიოზე მოახდენს გავლენას, რადგან რუსეთი ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.

“ამ ომს უკვე აქვს გავლენა საქართველოზე და თუ დიდხანს გაგრძელდება, უფრო მეტი გავლენა ექნება. თუ ეკონომიკური კოლაფსი დაფიქსირდება რუსეთში, ბუნებრივია, ეს იქ მცხოვრებ ქართველებსაც შეეხება, მათი ფინანსური შესაძლებლობებიც საგრძნობლად შემცირდება. არის საფრთხე, რომ უცხოური ვალუტის ნაკადი, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველების მიერ ტრანსფერდება საქართველოში, სავარაუდოდ, საგრძნობლად შემცირდება. ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ერთად უნდა ფიქრობდნენ, რა გააკეთონ და როგორ შეავსონ ეს გარღვევა, რათა საკმაოდ მყიფე ფინანსური სტაბილურობა არ დაირღვეს.

მეორე პრობლემაა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. სანქციებიდან გამომდინარე, როდესაც წამყვანი ბანკები „სვიფტის“ სისტემიდან ჩახსნეს, მაინტერესებს, ვინ და როგორ გადაუხდის ამ ფულს, ჩემს მეზობელს, რომელსაც რუსეთში ვაშლი გააქვს…

რაც შეეხება უკრაინას, აქ პორტები დაკეტილია და როგორ შემოვა პროდუქცია? უკრაინიდან საქართველოში ორი გზით შემოდის სხვადასხვა ნივთები – რუსეთის გავლით ან შავი ზღვით. ვერც უკრაინიდან შემოვა პროდუქტები – საომარი მდგომარეობაა და ამიტომ, ვერც ზღვის საშუალებით, რადგან უკრაინის პორტები დაკეტილია. ჩნდება კითხვა – საიდან უნდა შემოიტანოს ხორბალი საქართველომ? – ხორბლის ძირითადი მომწოდებლები არიან უკრაინა, რუსეთი და ყაზახეთი” – აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანალიტიკოსი თემურ ბასილია.

Საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 1 მილიარდი დოლარით იზარალოს. მისი განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

„პანდემიის შოკიდან გამომდინარე, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. შესაძლოა, ასწლეული გავიდეს და მსგავსი სიმძიმის შოკი მსოფლიო ეკონომიკას არ ჰქონდეს. ამას დაემატა რეგიონული შოკი, რაც ჩვენს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საუბარია, რომ პოტენციურად დაახლოებით მილიარდი დოლარი დააკლდება ქვეყნის ეკონომიკას. ყველას კარგად ესმის ეს როგორ უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის შემოსავლებზე. რა თქმა უნდა, 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება ძალიან რთული, ალბათ, შეუძლებელიც. ტურიზმის აღდგენა იმ ტემპით, რაც გათვლილი გვქონდა ვერ მოხდება და ვერც ექსპორტის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება. საბაზისო სცენართან მიმართებაში ორივე მაჩვენებელი შემცირდება“,-  განაცხადა კაკაურიძემ. 

Რუსეთ-უკრაინის ომი ზეგავნელას მოახდენს რიგ პროდუქტების ფასებზე, მათ შორის გამოსარჩევია ხორბალი, რადგან ეს ორი ქვეყანა სწორედ ხორბლის მსხვილი ექსპორტიორები იყვნენ. Ამასთან რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების მსოფლიო ეკონომიკაზეც მოახდენს ზეგავლენას. Ამ სანქციებით ფინანსურ ზარალს არამხოლოდ რუსეთი არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკებიც მიიღებენ რომლებიც აწესებენ, ფინანსერ სანქციას ეფექტი ყოველთვის ორმხრივია. Ამიტომ რა ფინასურ ზარალზე არიან წამსვლელები ევროპა და ამერიკა დიდ წილად ამაზე იქნება რუსეთისთვის შემდგომი სანქციების დაწესების დღის წესრიგი. Ამასთან თუ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ შეწყდა საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა გაგრძელდება, რაც უკვე ნათლად გამოიხატა ნავთობისა და ხორბლის შემთხვევაში. 

Დღეს მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა ამიტომ ზუსტი პროგნოზების გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა ერთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც ხვალვე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის საომარი კონფლიქტი და ერთ კვირაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის დაწესებული ყველა სანქციის გაუქმებაც რომ მოხდეს მიმდინარე წელს ფასების ზრდა გარდაუვალია, როგორც მსოფლიო ბაზრებზე ისე საქართველოში. Ერთადერთი რითაც საქართველოს შეუძლია ფასების ზრდისგან მიღებული დარტყმის შემსუბუქება ადგილობრივი წარმოების განვითარება და ექსპორტის დივერსიფიკაციაა. Წელს საქართველოს ეკონომიკა ახალი, უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დადგება. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი