პეკინის ქუჩაზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც აივანზე ქურდობის მიზნით იყო ამძვრალი

11:45, 04.10.2019

სამართალდამცველებმა პეკინის ქუჩაზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც აივანზე ქურდობის მიზნით იყო ამძვრალი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, ქურდობის მცდელობის ფაქტი ღამით მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი